_ საფრანგეთი განაგრძობს დაუნდობელ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა დღეს პარიზის აეროპორტ „ორლიში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით._ საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება პოლიციელებისა და სამხედროების მიერ გამოჩენილ მამაცობასა და ეფექტურობას. პარიზის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება, რათა გაირკვეს აღნიშნული ინციდენტის მოტივები და გარემოებები, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
როგორც ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, „საფრანგეთის სახელმწიფო მტკიცედ არის განწყობილი, დაუნდობლად ებრძოლოს ტერორიზმს, დაიცვას მოქალაქეებისა და საფრანგეთის ტერიტორიის უსაფრთხოება.
დღეს, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07.00 საათზე მოხდა.

ამ შემთხვევის შემდეგ,08:30 საათზე, „ორლის“ აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა მოხდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.
საფრანგეთის შს მინისტრმა უკვე დაადასტურა , რომ პარიზში პოლიციელზე და „ორლის“ აეროპორტში სამხედროზე თავდასხმა ერთი და იგივე პირმა ჩაიდინა.

ინტერპრესნიუსი