ფრანსუა ფიიონის მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო

ფრანსუა ფიიონის მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყორესპუბლიკელებიდან საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის ფრანსუა ფიიონის მეუღლის პენელოპა ფიიონის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაწყო.
პროკურატურის განცხადებით, საუბარია საფრანგეთის პარლამენტში მისი ფიქტიური დასაქმების საქმეზე.

სკანდალი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის გარშემო მას შემდეგ ატყდა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფრანსუა ფიიონის დეპუტატობისას, პენელოპა ფიიონმა მის თანაშემწედ მუშაობისას თვეში 3.677 ევროს იღებდა. არსებობს ეჭვი, რომ ეს ფიქტიური სამუშაო იყო და ფიონმა ნახევარი მილიონი ევრო „არაფრის კეთებისთვის მიიღო.“

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, 14 მარტს კი თავად ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სანართლის გამოძიება.