“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილს თავი გაუტეხეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილს აქციის მონაწილეებმა თავი გაუტეხეს.

დეპუტატის განცხადებით, მას აქციის მონაწილეების ნასროლი ქვა მოხვდა და ოპერაციას საჭიროებს.

როგორც ჭეიშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, მომიტინგეები ქვებს სისტემატურად ისროდნენ.
_ ამ წუთას ვიმყოფები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აქციის მონაწილეების ნასროლი ქვა მომხვდა საფეთქელთან. საოპერაციო ვარ და ამ დილით გამიკეთებენ ოპერაციას. ჩემი დაშავების მერე რა მოხდა, არ ვიცი. ვიდრე დავშავდებოდი, მოლაპარაკება მიმდინარეობდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. მომიტინგეები სისტემატურად ისროდნენ ქვებს და არ ვიცი, რა მოხდა, _ განაცხადა ჭეიშვილმა.