ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ გვარამია-ყარამანაშვილებს შორის გაკეთებული შეთავაზების განხორციელება, დღევანდელი სამრთლებრივი ვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელია. რადგან სანამ არ გაუქმდება ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება წილების გადაცემა შეუძლებელია.
„ნიუპოსტთან“ პაატა სალიამ განაცხადა:
_ დროის საკითხია, რომ მოხდეს წილების ქიბარ ხალვაშის სახელზე დაფიქსირება და შიდა დაპირისპირება არის თუ არა ყარამანიშვილებსა და გვარამიას შორის, ეს მემგონი ჟურნალისტებს ყველაზე ნაკლებად უნდა აინტერესებდეთ.
სეირის ყურება რომ ყარამანაშვილიები და გვარამია ერთმანეთში დაობენ, ნამდვილად არაა ჩვენი თემა და საერთოდ დაკარგავს აქტუალობას, მას შემდეგ რაც მოხება წილების რეგისტრაცია ხალვაშს სახელზე. მათი საუბარი იმას გავდა ცნობილი ფილმიდან, ხუთი წლის მერე გამოვალ და დაგეხმარებიო, დაახლოებით ასე შეიძლება შევაფასოთ.

