თურქეთს ბოლო პერიოდში ევროპასთან ძალიან დაეძაბა ურთიერთობა. განსაკუთრებით ეს ჰოლანდიას და გერმანიას ეხება.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა გერმანელს ნაცისტები უწოდა, ხოლო ევროპაზე თქვა, რომ მათ ნიღაბი ჩამოიხსნეს და თავიანთი ნამდვილი სახე აჩვენეს.
ჰოლანდიასთან დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როტერდამში არ შეუშვეს. ამის გამო ერდოღანმა ჰოლანდია გააკრიტიკა.
ერდოღანმა საპრეზიდენტო სასახლეში სიტყვით გამოსვლილას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თურქეთის მართვას ვერავინ შეძლებს, ხოლო ევროპამ კი თავისი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მათ სირთულეები ჰქონდეთ:
— თუ ევროპა განაგრძობს ამგვარად მოქცევას, არცერთი ევროპელი მსოფლიოს არცერთ კუთხეში უსაფრთხოდ ვერ გაივლის ქუჩებში–განაცხადა რეჯეფ ერდოღანმა.

