რუსი კომუნისტები სტალინს მისტირიან

რუსი კომუნისტები სტალინს მისტირიანმოსკოვში რუსმა კომუნისტებმა იოსებ სტალინის საფლავზე ყვავილები დააწყვეს. კომპარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტალინი დიდი რუსი პოლიტიკური მოღვაწე იყო.
_ მან კავის რუსეთი ჩაიბარა და ზესახელმწფო დატოვა, რომელსაც ატომური ბომბი გააჩნდა და მთელ მსოფლოს თავზარს სცემდა, _ განაცხადა ზიუგანოვმა.
რუსი კომუნისტების ლიდერმა აღნიშნა, რომ სტალინის სიმართლე დრომ დაამტკიცა. ამასთან დაკავშირებით მან როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.
_ სწორედ სტალინმა შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკა! ეს რომ არა, დღეს რუსეთისთვის ამიერკავკასია უკვე კარგა ხნის დაკარგული იქნებოდა, _ თქვა ზიუგანოვმა.
რუსი კომუნისტების ლიდერი სტალინის მიერ უკრაინაში გატარებულ პოლიტიკასაც შეეხო. მისი აზრით, სწორი იყო როგორც გოლოდომორის მოწყობა, ასევე უკრაინული ეკლესიის დარბევაც.
_ სტალინი ცდილობდა რუსი და უკრაინელი ხალხები აერია და ერთიანი რუსი ერი შეექმნა! ეს პოლიტიკა მის სიკვდილს შემდეგ რომ გაგრძელებულიყო, დღეს დონბასში ომი არ იქნებოდა, _ ამბობს ზიუგანოვი.