სად არის ბარაკ ობამა?

სად არის ბარაკ ობამა?ბარაკ ობამას პოსტ-საპრეზიდენტო ცხოვრება იმაზე უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით.
მაშინ როდესაც დონალდ ტრამპი არ წყვეტს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის დადანაშაულებას ფარულ მოსმენებში, ბარაკ ობამა უბრალოდ ისვენებს, თანაც ძალიან მრავალფეროვნად.

როგორც CNN წერს, ის მზიან კალიფორნიაში გოლფის თამაშით ერთობა, ხოლო კარიბის კერძო კუნძულებზე მილიარდერ რიჩარდ ბრენსონთან ერთად სერფინგით ატარებს დროს.

რამდენიმე დღით ნიუ იორკში დაბრუნებულმა ობამამ კი U2-ს სოლისტ ბონოსთან ერთად ისადილა.

გასულ კვირას, ის ამერიკელ ბიზნესმენ უორენ ბაფეტს ლანჩზე შეხვდა, რის შემდეგაც კალიფორნიაში გაფრინდა, იქიდან კი ჰავაიზე.

დღეს კი, ობამა სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის შუაგულში კუნძულ ტეტიაროაზე ისვენებს.

ნიუპოსტი