საფრანგეთის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი მატიას ფეკლი გახდა, რომელიც აქამდე საგარეო ვაჭრობაში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბრუნო ლე რუ რამდენიმე დღის წინ გადადგა კორუფციული სკანდალის გამო.
პროკურატური გამოძიებას აწარმოებს იმასთან დაკავშირებით, რომ ლე რუმ პარლამენტარობის დროს თავისი შვილები თანაშემწეებად დაასაქმა. ამ სკანდალის გამო ბრუნო ლე რუმ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა.
რაც შეეხაბა ახალ მინისტრს, მატიას ფეკლმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ პოსტის დაკავება და ის ყველანაირად ეცდება, რომ ქვეყანაში მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, რომ სულ მალე საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და ამ პერიოდში ქვეყნის უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური კი 7 მაისს გაიმართება.

