საფრანგეთის პოლიციამ პარიზში პოლიციელზე და სამხედროზე თავდამსხმელის ოჯახის ორი წევრი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში პოლიციელზე და სამხედროზე თავდამსხმელის ოჯახის ორი წევრი დააკავაპარიზში პოლიციელზე და „ორლის“ აეროპორტში სამხედროზე თავდამსხმელის ოჯახის 2 წევრი – მამა და ძმა საფრანგეთის პოლიციამ ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა, – იუწყება ფრანგული გამოცემა Le Figaro.
როგორც სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, მსგავსი ტიპის საქმეზე სტანდარტული პროცედურა მიმდინარეობს.
სამართალდამცველები თავდასხმის მოტივებს იძიებენ.
საფრანგეთის შს მინისტრმა უკვე დაადასტურა , რომ პარიზში პოლიციელზე და „ორლის“ აეროპორტში სამხედროზე თავდასხმა ერთი და იგივე პირმა ჩაიდინა.
ინტერპრესნიუსი