საფრანგეთის სკოლაზე თავდამსხმელს დირექტორის მოკვლა უნდოდა

საფრანგეთის სკოლაზე თავდამსხმელს დირექტორის მოკვლა უნდოდასაფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ გრასეს სამხედრო სკოლაზე თავდამსხმელი ამავე სასწავლებლის სტუდენტია.

 კოლეჯის 17 წლის მოსწავლე ორი იარაღით არის შეიარაღენული.

განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება დაშავებულთა შესახებ. როიტერსის ცნობით, დაშავებულია 8 ადამიანი, ფრანგული მედია კი 2-3 დაშავებულის შესახებ წერს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელს პირადი მოტივი ამოძრავებდა და მას დირექტორისთვის უნდოდა ესროლა.

Le Figaro-ს ცნობით, თავდამსხმელმა დირექტორს ესროლა კიდეც, რომელიც დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.