ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ვიდეომიმართვაში ეხმაურება._ ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. თქვენ ეს დაიმსახურეთ და დიდხანს ელოდით ამას. დღეიდან მეტი ევროპა იქნება საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. საქართველო ევროპაა, – განაცხადა მან.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

