რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხზე საკრებულოს ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდიან._ ისეთი კორუფცია გააჩაღეს, რომელიც უკვე პოლიტიკურ კორუფციაში გადავიდა და აქედან გამომდინარე, ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის საქმე. ხალხის მაგივრად მთელი რესურსი ხმარდება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა ჯიბეებს და ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილისგან დაკვეთებს, – აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
ნიუპოსტი

