შალვა ხაჭაპურიძე: `,,გასწავლით, როგორ დაიცვათ თავი ნარკოტიკის ჩადებისგან”

საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ „ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.

_ ეს სტატია უნდა წაიკითხოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჩაუდეს ნარკოტიკი. მე მათ ვასწავლი, როგორ დაიცვან თავი ამ ჩადებებისგან, _ აცხადებს ხაჭაპურიძე.

მისი განცხადებით, ადამიანის დაკავებისას ირღვევა ყველა პროცედურული ნორმა.

– ინფორმაციის პატაკს წერს პოლიციელი, რომ მიიღო ინფორმაცია. ვისგან მიიღო, საიდუმლოა, წადი და არკვიე, ვისგან მიიღო. შემდეგ მოდის პოლიციელი და გჩხრეკს, ჩაგიდო, არ ჩაგიდო, არკვიოს მერე ადვოკატმა, პატრონი და მომკითხავი არ ჰყავს არავინ. უამრავი ფარული კამერა აქვთ. როდესაც პოლიციელი გადის ოპერატიულ ინფორმაციაზე, პატაკის დაწერიდან დაწყებული, უნდა ჩაირთოს კამერა და უწყვეტ რეჟიმში იმუშაოს.

ნარკოტიკისა და იარაღის ამოღების ყველა ფაქტი უნდა გადაიღონ! ჩხრეკას ატარებს პოლიციელი და პროცესზეც იკითხება მხოლოდ 2-3 პოლიციელი, იკითხება ექსპერტი, რომელიც ასევე ზის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ყველა ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ნარკოტიკზე ტარდება საქართველოში, ყალბია! ამას ვაცხადებ ხმამაღლა. ყველა ადამიანი, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის არიან გასამართლებული, ყალბი განაჩენით არიან  გაშვებული ციხეში!

როგორც ადვოკატი აცხადებს, იმისთვის, რომ შენ ჩაატარო ექსპერტიზა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, გჭირდება სტანდარტული ნიმუში. ეს არის გაეროს კონვენციის მიერ დადგენილი წესი.

– ვთქვათ, ამოიღეს ჰეროინი. შესაძლოა, ამ ჰეროინში შერეული იყოს სხვა-დასხვა ნივთიერება. შენ იღებ სტანდარტულ ნიმუშს და მას ადარებ. სტანდარტუ-ლი ნიმუში აქვს ყველაფერს. ამის სპეციალური დეპარტამენტიც არსებობს. ნარ-კოტიკზე სტანდარტს რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს, ხოლო ამის მაკონტროლებელი ორგანო ჯანდაცვის სამინისტროა. მხოლოდ მისი კონტროლით შეიძლება შემოიტანოს საექსპერტო დაწესებულებამ სტანდარტული ნიმუში.

მე ხელთ მაქვს ჯანდაცვის სამინისტროს წერილი 0215406, 2017 წლის 15 მარტით დათარიღებული, სადაც სიტყვასიტყვით წერია: „სააგენტო არ აწარმოებს იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობას, შესაბამისად, 2016 წელს და არც წინა წლებში არ გადაუცია საქართველოს შსს-ს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სტანდარტების ნიმუშები”.

თუ არ გადაუცია, აბა, რითი ატარებენ ამ ექსპერტიზებს?! თქვენ ხვდებით, როგორ სიყალბეში გამოვიჭირე 15 მარტს ესენი?! ანუ ეს ექსპერტიზის დასკვნა  ყველა ყალბია! _ განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე შეუძლიათ თუ არა ეს ინფორმაცია დაკავებულების ადვოკატება გამოიყენონ, შალვა ხაჭაპურიძე „ახალ თაობას” პასუხობს:

– რასაკვირველია. ადვოკატი რომ ხარ და კლიენტი განდობს თავის ბედს, უნდა იაზროვნო. მე მოვიგე რამდენიმე პროცესი. ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ჩემმა კლიენტმა ატეხა ერთი ამბავი, ჩამიდესო. ზემოთ რომ განვაცხადე, ვასწავლი, როგორ დაიცვან თავი-მეთქი, მოვუწოდებ ყველას ადვოკატებს, ამოღებულ ნარკოტიკზე ჩაატარონ დნმ-ის ანალიზი.

თუ ნარკოტიკი ჩადებულია, მასზე არ ამოვა დნმ. თუ არ ამოვა დნმ, მაშინ სტრასბურის სასამართლო გამოიყენონ ჩემმა პატივცემულმა კოლეგებმა. სტრას-ბურის სასამართლომ 2013 წლის 18 ივლისს ჩვენს საქმეზე უკვე მიიღო ასეთი გა-დაწყვეტილება, ჩადებულ ნარკოტიკზე არ ამოვიდა სტანდარტული ნიმუში. სტრას-ბურმა თქვა, რომ არ იყო ბრალდებულის დნმ ძირითად მტკიცებულებაზე და ამი-ტომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ არის გადამწყვეტი მნიშვნელო-ბის პირის ბრალეულობისათვის.

ჩვენ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე საქმეზე გამოვიყენეთ და გამოვიდა გა-მამართლებელი განაჩენი.

„ახალი თაობა“ ნონა ცაბაძე