შოთა მალაშხია: ”კვირიკაშვილი შეიძლება განტევების ვაცი აღმოჩნდეს”

შოთა მალაშხია: ”კვირიკაშვილი შეიძლება განტევების ვაცი აღმოჩნდეს”“ახალი თაობა” ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას ესაუბრა.
_ არაოფიციალური ინფორმაციით, პრემიერი კვირიკაშვილი მალე ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებს და მას მიჰყვება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. თუ ეს ასე მოხდა, რითი აიხსნება?
_ არ არის გამორიცხული, რომ ეს ასეც მოხდეს. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს. მან ქვეყანა გადააქცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, საკუთარი მომსახურეობის ბიუროდ. ყველა მას ემსახურება და პატრონის გარეშე არაფერს წყვეტს, მაგრამ ხანდახან დგება თანამდებობის პირების შეცვლის დრო.
_ კვირიკაშვილი შეიძლება განტევების ვაცი აღმოჩნდეს?
_ სავსებით შესაძლებელია. კვირიკაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ არ წასულა. არც წულუკიანს გადაუდგამს დამოუკიდებელი ნაბიჯი. მან 9 მოსამართლეს მიაღებინა ის გადაწყვეტილება, რაც მის პატრონს უნდოდა რუსთავი 2-ის თაობაზე, მაგრამ სტრასბურში ის ვერაფერს გახდა.

“ახალი თაობა”, მარიამ მჭედლიშვილი