შოტლანდიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვას მხარი დაუჭირა

შოტლანდიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვას მხარი დაუჭირაშოტლანდიის პარლამენტმა 69-ით 59-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვას.

აღნიშნული კენჭსყრა გასულ კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა ლონდონში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

27 მარტის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და შოტლანდიის პრემიერმა ნიკოლა სტერჯენმა რეფერენდუმის საკითხი განიხილეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მეის განცხადებით რეფერენდუმის ჩატარება მიზანშეწონილი არაა იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის პროცესი.