საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ექსპერტები აცხადებენ, რომ ცვლილებები, რომლებიც შეიძლება, კონსტიტუციაში შევიდეს, უფრო საპარლამენტო რესპუბლიკისკენ იხრება.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ „ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყნის მართვის შერეული მოდელის მომხრეა.
_ საპარლამენტო რესპუბლიკა დამღუპველი იქნება ჩვენნაირი ტიპის ქვეყ-ნისთვის. საპარლამენტო რესპუბლიკა დემოკრატიის უმაღლესი დონეა, რომელიც ერთი საკონსტიტუციო ცვლილებით არ შემოიღება. ამისკენ სვლაა საჭირო, რომ-ლისკენაც ქვეყნები ერთი საუკუნე, ნახევარი საუკუნე მიდიოდნენ. კლასიკური სა-პარლამენტო რესპუბლიკისთვის ჩვენ შეიძლება, სამზადისი დავიწყოთ და ნელ-ნე-ლა გადავიდეთ.
პოლიტოლოგის აზრით, ერთპარტიული მმართველობის დროს საპარლამენტო რესპუბლიკა ზღაპარია. ეს თვითონ ამ ტერმინის შეურაცხყოფაა.
_ გამსახურდიას დროიდან მოყოლებული, დღემდე სულ გვაქვს ერთპარტიული მმართველობა, როდესაც ერთი პარტია იმარჯვებს აბსოლუტური უმრავლესობით და აკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს. ამ ფონზე როგორ გამოდის საპარლამენტო რესპუბლიკა, უბრალოდ, არ მესმის. შერეული მოდელის მომხრე ვარ, ნახევრად საპრეზიდენტოსი. პრეზიდენტი მაინც უნდა იყოს პირდაპირი წესით არჩეული, რომ მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს.
„ახალი თაობა“, ნათია ხურცილავა

