თამარ კორძაია: „ჩვენს ქვეყანას ვერ მოერია სააკაშვილი და ვერც ეს ხელისუფლება მოერევა“

_ ევროპა აქ არის, ჩვენს ქვეყანაში და ამას ვერ მოერევა ვერც ერთი ხელისუფლება, ამას ვერ მოერია მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოერევა დღევანდელი ხელისუფლებაც.

ამის შესახებ ინტერპრესნიუსს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალება და მისი ხელყოფის უფლება არ აქვს არც ერთ ხელისუფალს.
კორძაიას განცხადებითვე,  საზოგადოება ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აგრძნობინებს, რომ ტოლერანტობის პრინციპი უნდა გატარდეს ქვეყანაში და რომ ის არის ევროპული ღირებულება.
_ დღეს ხალხი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ განსხვავებული მედია უნდა არსებობდეს. შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს. დღეს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ ხელისუფლებას, რომ ტოლერანტობის პრინციპი უნდა გატარდეს ამ ქვეყანაში და რომ ეს არის ევროპული ღირებულება. ვიზიარებ შეფასებას, რომ დღეს ხელისუფლება აკეთებს იმას, რასაც წლების წინ თავად აპროტესტებდნენ.

ევროპა აქ არის, ჩვენს ქვეყანაში და ამას ვერ მოერევა ვერც ერთი ხელისუფლება. ამას ვერ მოერია მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოერევა დღევანდელი ხელისუფლება, _ განაცხადა კორძაიამ.
ინტერპრესნიუსი