ყოფილი დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ განაცხადა, რომ მესამე ძალის შექმნაზე აქტიურად ფიქრობს და მისი აზრით, მესამე ძალა გარე ძალებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
_ ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს მესამე ძალა, რომელიც არავისზე არ იქნება დამოკიდებული და მისთვის მთავარი ქართული ინტერესი იქნება. დღევანდელ პარლამენტში ძირითადად ე.წ. პროდასავლური ძალები არიან თავმოყრილი. მათი მთავარი დატვირთვა ლიბერალური მიმართულებაა. ერთადერთ გამონაკლისს „პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს, რომელიც პარლამენტში მცირე დოზით არის წარმოდგენილი.
აქვე არის ხელოვნურად შექმნილი მესამე ძალაც, რომელიც ნაციონალური მოძ-რაობის გაყოფის შედეგად წარმოიქმნა.
„ევროპული საქართველო” ვერასოდეს გახდება მესამე ძალა. გარდა იმისა, რომ ეს პარტია ხელოვნურად შეიქმნა, ისიც ე.წ. პროდასავლურ ნიშაზეა. მესამე ძალა კი ყველა საგარეო გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.
მეჭიაური მესამე ძალის შექმნას საპარლამენტო არჩევნების წინ აპირებს.
_ გარკვეული მონახაზი უკვე არის, რაღაც კონსულტაციებიც გვექნება. ამ შემ-თხვევაში ნაჩქარევ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ, როგორც წინა არჩევნების დროს.
მესამე ძალა საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნება. ახლა უფრო დინჯად ვიმოქმედებთ. საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

