თამაზ შოშიაშვილი: ”ნარმანია სასამართლოში უნდა დაიკითხოს ნაზღაიძის საქმეზე”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის _ თბილისის წევრი, თამაზ შოშიაშვილი, მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის ქონების გადაცემის საკითხზე დედაქალაქის მერის დაკითხვას ითხოვს.
_ ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გაირკვეს,  რატომ მოხდა ეს კორუფციული გარიგება, ვისი დავალებით მოხდა. დავით ნარმანია უნდა დაიკითხოს სასამართლოში აუცილებლად, უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საკითხი 11 აპრილის სხდომაზე იქნება ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებული მილიონი ლარის საკითხი, _ განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.