თურქეთში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური დააკავეს

თურქეთში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაციის  ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი საფვან გახვატი დააკავა.

გახვატი სირიელია და ის ევროპიდან ბოევიკების რეკრუიტირებით იყო დაკავებული. როგორც ცნობილია ის თურქეთის სამხრეთით, პროვინცია ადანში დააკავეს მის მეუღლესთან ერთად, როდესაც ის ავტობუსით ცდილობდა სტამბოლში ჩასვლას.

პოლიციამ გახვატი გაჩხრიკა, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება.

დაკავებულს თან აღმოაჩნდა სურათებიც, სადაც ის დანით ხელში სავარაუდოდ ერთ-ერთ ტყვეს სიკვდილით ემუქრება. დაიკითხა გახვატის ცოლიც, რომელიც დეპორტირებულია თურქეთიდან და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში ტერაქტის შედეგად 39 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ტერაქტის შემდეგ თურქეთი განსაკუთრებით აქტიურად ებრძვის ტერორიზმს.