ტილერსონი: ”აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს”

ტილერსონი: ”აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს”აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ძალაში დატოვებს, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს, ასევე ვიდრე არ დააბრუნებს ყირიმის ოკუპირებულ ნახევარკუნძულს.

ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში მონაწილეობს.
_ განვაგრძობთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ შეასრულოს მინსკის შეთანხმებები და ვალდებულებები. აშშ-ს სანქციები დარჩება, ვიდრე მოსკოვი არ შეცვლის მოქმედებებს, რამაც ჩვენი სანქციები გამოიწვია. ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ძალადობის ესკალაციას შეხების ხაზის გასწვრივ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალების მიერ არაერთი თავდასხმის შესახებ, რაც ქმნის ჰუმანიტარული კატასტროფის რისკს, _ განაცხადა ტილერსონმა.
მან რუსეთს მოუწოდა, გამოიყენოს საკუთარი ზეგავლენა სეპარატისტებზე ძალადობის შესაჩერებლად, რათა შეწყდეს თავდასხმები და ეუთო-ს დამკვირვებელთა დაშინებები და მათ მუშაობის პირობები შეუქმნას.