„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან მოითხოვა შეხვედრა.
წყაროს თქმით, წულუკიანი და გვენეტაძე შუშის სასახლეში, დღეს, 8 მარტს, დილის 11 საათზე უნდა მივიდნენ.
დეტალები უცნობია, თუ რას შეეხება სტუმარ-მასპინძლის საუბარი, თუმცა სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ შეიძლება, დავუშვათ, რომ სასწრაფო რეჟიმში ჩანიშნული აუდიცენციის მთავარი განსახილველი საკითხი რუსთავი 2-ის საქმე იქნება.

