უკრაინაში პოლონეთის საკონსულოს ესროლეს

უკრაინაში პოლონეთის საკონსულოს ესროლესუკრაინაში, ქალაქ ლუცკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობას უცნობმა პირებმა ყუმბარსატყორცნით ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლონეთის კონსულის კშიშტოფ სავიცკის განცხადებით, „აღნიშნული ტერაქტს წარმოადგენს“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა ინციდენტთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა.
_ აღშფოთებული ვარ ქალაქ ლუცკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციით. ის იმ ხალხის მიერ ჩადენილი საძაგლობაა, ვინც უკრაინისა და პოლონეთის მეგობრობას ეწინააღმდეგება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დამნაშავეები დაისაჯონ, _ დაწერა ტვიტერის პირად გვერდზე პავლო კლიმკინმა.