ნაცმოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებული მირიან მირიანაშვილი აცხადებს, რომ ქვვეყნიდან გატანილ მილიონებზზე სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს.
_ სააკაშვილს დღემდე არ მოსთხოვეს პასუხი უმძიმეს დანაშაულებზე, ქვეყნიდან გატანილ მილიონებზე. მას რამდენიმე პიჯაკზე მოედავნენ. ბოლო დროს ამ ყველაფერმა კომიკური სახე მიიღო. ხელისუფლებას ვერ გაუგია, რომ ეს ხალხის აღშფოთებას იწვევს.
პირადად მე ბევრი მომიწოდებს, განვაახლო სასამართლო პროცესი ნაცმოძრაობის ლიდერებთან პარტიის გამო. ყველამ იცის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩემი დაფუძნებულია და ამ საქმეში ცამდე მართალი ვარ, – აცხადებს მირიანაშვილი.
მისი ვარაუდით, სააკაშვილი და მისი გუნდი პოზიციებს იმყარებენ.
_ ხელისუფლებაში არსებობს ჯგუფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან მუშაობს ნაცმოძრაობის ინტერესებზე. აბა, სხვანაირად როგორ უნდა ახსნა ის, რომ ხელისუფლება ძირს ითხრის? შეიძლება, ხელისუფლება იყოს საკუთარი თავის მესაფლავე?
ხალხი ხვდება, რომ ,,ქართული ოცნების” კინკლაობა სააკაშვილთან და მის პარტიასთან უმეტესად სპექტაკლია. ამის გამო სერიოზული უკმაყოფილება მწიფდება. საზოგადოება ვეღარ მოითმენს იმას, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი პოზიციებს იმყარებენ, – აცხადებს ,,ახაალ თაობასთან” მირიან მირიანაშვილი.

