“რუსთავი2”-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, სიტყვით მიმართა.
_ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ სტრასბურის სასამართლოში, თუმცა ეს ბრძოლის ერთი ეტაპია, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილმა “რუსთავი2”-ის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, რუსთავი2-ის გუნდსა და პირადად ნიკა გვარამიას. მან აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიამ სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოებაც კი გვერდზე გადადო.