
დღეს, 9 აპრილს, ეგვიპტეში ტაძრები ააფეთქეს.
დილით აფეთქება მოხდა ეგვიპტის ქალაქ ტანტეში კოპტურ ტაძარში. მას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.
მოგვიანებით ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურმა აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა. მამაკაცი ეკლესიის მახლობლად იმყოფებოდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
რამდენიმე საათის შემდეგ კი აფეთქება ქალაქ ალექსანდრიაში, ერთ-ერთ ეკლესიასთან მოხდა.
აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.
პოლიციის ოფიცერი თვითმკვლელი ტერორისტის დაკავების მომენტში მაშინ დაიღუპა, როდესაც ის ეკლესიის შენობაში შესვლას ცდილობდა. თვითმკვლელი იძულებული გახდა, თავი ტაძრის შესასვლელ კართან აეფეთქებინა. დაშავებულთა შორის 3 პოლიციელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.
ვარაუდობენ, რომ აფეთქების მომენტში ალექსანდრიის კოპტურ ტაძარში აფეთქების დროს კოპტური ეკლესიის პატრიარქი თეოდორე მეორე იმყოფებოდა.

