რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის მიერ ქონების კორუფციული გზით შეძენაზე ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, დღეს სახეში „ბრილიანტის მწვანე“ შეასხეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციონერი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისიდან გამოვიდა. მასთან ახალგაზრდა მამაკაცმა მიირბინა და ჭიქით აღნიშნული სითხე შეასხა.
თავად პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ექიმებმა მარჯვენა თვალის ქიმიური დამწვრობის დიაგნოზი დაუსვეს.
მან საავადმყოფო უკვე დატოვა და ოფისში დაბრუნდა.
ინტერპრესნიუსი

