კალიფორნიაში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში, საკლასო ოთახში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 2 მოსწავლე.
სან ბერნანდინოს პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი იმ სკოლაში შეიჭრა, სადაც მისი ცოლი ასწავლიდა. მამაკაცმა ჯერ ცოლი და ორი მოსწავლე მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
თავდამსხმელი 53 წლის კედრიკ ანდერსონია, რომელიც წარსულში იარაღის უკანონოდ ტარებისა და ოჯახში ძალადობის გამო ნასამართლევი იყო.
ნიუპოსტი

