ათენში ევრობანკში ბომბი აფეთქდა

ათენში ევრობანკში ბომბი აფეთქდასაბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში, ევრობანკის ერთ-ერთ განყოფილებაში ბომბი აფეთქდა.
უცნობმა პირმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში დარეკა და განაცხადა, რომ ბანკის შენობაში ბომბი დაამონტაჟა, რომელიც 35 წუთში აფეთქდებოდა.

პოლიციამ ბანკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.

სამართალდამცველებმა ბანკის შესასვლელთან ჩანთა იპოვეს. ბომბი სწორედ იმ დროს აფეთქდა, რა დროც უცნობმა პირმა სატელეფონო საუბრისას დაასახელა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ბანკისა და ახლოს მდებარე შენობები.