ამერიკის შეერთებული შატტების მიერ ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 36 მებრძოლი დაიღუპა და განადგურდა მათი სამხედრო ბაზა,
ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
9.800 კილოგრამიანი არაბირთვული ბომბი, რომელსაც „ყველა ბომბის დედას“ უწოდებენ, გუშინ გვირაბის კომპლექსზე იქნა ჩამოგდებული, რომელიც ისლამური სახელმწიფოს განკარგულებაში იყო პროვინცია ნანგარჰარში.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში არ ავრცელებენ ინფორმაციას მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ: „
– ეს არის არაადამიანური და მხეცური მოპყრობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

