ბარსელონაში პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავა

ბარსელონაში პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავაბარსელონას რამდენიმე პროვინციაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შემდეგაც პოლიციამ 9 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებსაც ბრალი ტერორიზმთან კავშირში ედებათ.

ამ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ დაკავებულებიდან 8 მაროკოს მოქალაქეა, ხოლო ერთი კი ესპანეთის.

მათ დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

დაკავებულების ვინაობა ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომ ეჭვიმატანილების რაღაც ნაწილს შარშან ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტთან   კავშირი აქვთ.

პოლიციამ რეიდი 12 ადგილას განახორციელა და შესაძლოა დაკავებები კიდევ გაგრძელდეს.