ბესლანის ტერაქტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2.9 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

ბესლანის ტერაქტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2.9 მილიონი ევროს გადახდა დააკისრაადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2.9 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2004 წელს ბესლანის სკოლაში ტერაქტის დროს დაშავებულებისთვის. გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა სასამართლოს საიტზე. ამასთანავე რუსეთს დაეკისრა სასამართლო ხარჯების 88 ათასი ევროს გადახდაც. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტერაქტისას სამაშველო ოპერაციების „გეგმა ჩაშალა“

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი იყო 7 სარჩელი 709 ადამიანისგან. როგორც მოსარჩელეთა ადვოკატი კირილ კოროტეევი აცხადებს განმცხადებლების აზრით, „რუსეთის ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას ტერაქტის მხადების შესახებ თუმცა არაფერი გააკეთა“

ბესლანში ტერაქტი 2004 წლის 1 სექტემბერს #1 სკოლაში მოხდა. ტერორისტება სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის თანამშრომლები მძევლად 2 დღე ჰყავდათ აყვანილი. მესამე დღეს სკოლაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო. ამ მოვლენების შედეგად, რომელიც 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა 300 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი. 32 ტერორისტიდან კი ცოცხალი მხოლოდ 1 გადარჩა