ბორუსიას და მონაკოს მატჩი აფეთქების გამო გადაიდო

ბორუსიას და მონაკოს მატჩი აფეთქების გამო გადაიდოჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა დორტმუნდის ბორუსიას და მონაკოს შორის გადაიდო.

მატჩი დორტმუნდში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე სასტუმროს წინ, სადაც ბორუსია იმყოფებოდა, სამი აფეთქება მოხდა, ერთ–ერთი მათგანი გუნდის ავტობუსითან ახლოს.

აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ის ბორუსიას მცველი მარკ ბარტრაა. ბარტრა ამჟამად საავადმყოფოშია და მას სერიოზული დაზიანებები არა აქვს.

ბორუსია––მონაკოს შეხვედრა ოთხშაბათს, 12 აპრილს გაიმართება.