ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 8 ივნისს ჩატარების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა 522-მა პარლამენტარმა, 13 კი წინააღმდეგ წავიდა.
კანონის შესაბამისად, მოქმედ პარლამენტს 3 მაისს დაითხოვენ.
გუშინ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს სჭირდება სტაბილურობა და ძლიერი ხელმძღვანელობა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ.
– ერთადერთი საშუალება, უზრუნველვყოთ გარკვეულობა და სტაბილურობა, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში მდგომარეობს, – აღნიშნა ტერეზა მეიმ.

