ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური იარაღი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური იარაღი გამოსცადაჩრდილოთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა განაცხადა, რომ საკუთარი ბირთვული და ბალისტიკური იარაღის უკონტროლობამ, შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბალისტიკური იარაღის გამოცდამ კრახი განიცადა, მათი თქმით, ეს ჩრდილოეთ კორეის ტესტირების მეოთხე წარუმატებელი მცდელობაა მიმდინარე წლის მარტის შემდეგ.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის ესიხიდე სუგის თქმით, ბალისტიკური რაკეტის გაშვება ფუკჩხანის რაიონიდან მოხდა, რაკეტამ დაახლოებით 50 კმ მანძილი დაფარა და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური იარაღის აქტიური გამოცდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მის აკვატორიას აშშ-ის სამხედრო ავიამზიდი, USS Carl Vinson მიუახლოვდა, სადაც იგი შეუერთდება აშშ-ს სამხედრო გემ USS Michigan-ს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის რაკეტებია. USS Michigan ჩრდილოეთ კორეის აკვატორიას მიმდინარე კვირის სამშაბათს მიაუხლოვდა.