დღეს თბილისის საკრებულოში დიდი ჩხუბია მოსალოდნელი

 დღეს თბილისის საკრებულოში დიდი ჩხუბია მოსალოდნელი თბილისის საკრებულოში დღეს, 16.00 საათზე დავით ნარმანია წარდგება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს დეპუტატებს სხდომაზე განუცხადა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე დაინტერესდა, იყო თუ არა ძალაში თბილისის მერის ანგარიშით გამოსვლა. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, დავით ნარმანია საკრებულოში ანგარიშით გამოსვლა კვლავ ძალაშია.
სხდომაზე დეპუტატები შეჯერდნენ მერის ანგარიშის წარდგენისას როგორი უნდა იყოს სამუშაო ფორმატი. გადაწყდა, რომ 15.00 საათზე გაიმართება ბიურო, შემდეგ კი საკრებულოს სხდომა.

სხდომაზე ითქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ყველა დეპუტატს ექნება კითხვის დასმის შესაძლებლობა.