დიეგი სიმეონემ რეალთან შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა

დიეგი სიმეონემ რეალთან შეხვედრებზე კომენტარი გააკეთამადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ რეალთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრებზე ისაუბრა და თქვა, რომ მის გუნდს წინ ნამდვილი ომი ელის, რომელშიც გამარჯვებას ღირსეული მოიპოვებს:

”წინ ძალიან რთული შეხვედრები გველის, რომლებშიც მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ხასიათი და მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ. ჩემი გუნდის ფერხბურთელების მჯერა და ვიცი, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. წინ ნამდვილი ომი გველის”.

პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2 მაისს, ხოლო განმეორებითი კი 9 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პირველ მატჩში მასპინძლები რეალის ფეხბურთელები იქნებიან.