დიეგო სიმეონემ ლესტერთან მატჩზე ისაუბრა

დიეგო სიმეონემ ლესტერთან მატჩზე ისაუბრამადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლესტერთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მის გუნდს რთული მატჩები ელის.

სიმეონეს თქმით, ლესტერი ბევრ რამეში ჰგავს ატლეტიკოს და ამ ორ გუნდს თამაშის ერთნაირი სტილი აქვს.

პირველი მატჩი მადრიდში ოთხშთაბათს, 12 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი კი 18 აპრილს. აღსანიშნავია, რომ ლესტერი და ატლეტიკო ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ევროტურნირებზე. პირველად ეს 1997 წელს მოხდა უეფას თასზე და მაშინ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ატლეტიკო გამოდგა.

ამჯერადაც ესპანელები ფავორიტები არიან, თუმცა ლესტერმა დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მათთან ხუმრობა არ შეიძლება.