დონალდ ტრამპი: ,,ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს”

დონალდ ტრამპი: ,,ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს” _ ჩრდილოეთ კორეა ეძებს პრობლემებს. თუ ჩინეთი გადაწყვეტს, რომ დაგვეხმაროს, არაჩვეულებრივი იქნება. თუ არა, მათ გარეშე გადავწყვეტთ ამ პრობლემას. აშშ, – წერს დონალდ ტრამპი.

ფხენიანი მკაცრად უპასუხებს პროვოკატორების ქმედებებს, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ქვეყნის ცენტალურ გაზეთებში გავრცელდა. აღნიშნული წარმოადგენს ოფიციალური ფხენიანის პასუხს აშშ-ის გადაწყვეტილებაზე კორეის ნახევარკუნძულისკენ სამხედრო ხომალ დების ჯგუფის გაგზავნის თაობაზე.

_ პროვოკატორების ქმედებების საპასუხოდ ფხენიანი მძლავრი იარაღის მეშვეობით ყველაზე მტკიცე კონტრზომებს მიიღებს, რათა სახელმწიფოს დაცვა უზრუნველყოს და ჩვენ მიერ არჩეულ გზას მივყვეთ, – აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეაში შეჭრაზე მიმართულმა აშშ-ის უგუნურმა ქმედებებმა, სერიოზულ ფაზას მიაღწია.

_ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ხომალდების განთავსებაზე გავლენას ვერ მოახდენს ჩრდილოეთ კორეის განვითარებაზე, – აღნიშნულია განცხადებაში.

_ ფხენიანი ნებისმიერი ომისთვის მზად არის, ხოლო ვაშინგტონს პასუხისმგებლობა დაეკისრება აღმაშფოთებელი ქმედებების კატასტროფულ შედეგებზე, -აღნიშნეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.