დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამა სირიის გამო გააკრიტიკა

დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამა სირიის გამო გააკრიტიკააშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამა სირიის საკითხზე უმოქმედობაში დაადანაშაულა, რასაც ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება მოჰყვა, – იუწყება The Washington Post.

„სირიაში ქიმიური თავდასხმა უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ, საზარელია და არ შეიძლება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან უგულებელყოფილი იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აღნიშნული ბარაქ ობამას ადმინისტრაციის სისუსტისა და გაუბედაობის შედეგია.

„ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის საზიზღარი ქმედებები ბარაქ ობამას ადმინისტრაციის სისუსტისა და გაუბედაობის შედეგია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.