ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის პრობლემაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ჩინეთის დახმარების იმედი აქვს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით ჩრდილოეთ კორეა საფრთხეს წარმოადგენს თუ ჩინეთი აშშ-ს არ დაეხმარება მაშინ ამერიკა თვითონ მოაგვარებს ამ პრობლემას.
— ვფიქრობ აუცილებელია, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში გარკვეული ზომები მივიღოთ. კონკრეტულად არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ამ საქმეში ჩინეთის იმედი მაქვს. ყველასთვის კარგი იქნება თუ ისინი დახმარების ხელს გამოგვიწვდიან. ჩინეთს ჩრდილოეთ კორეაზე დიდი გავლენა აქვს– განაცხადა დონალდ ტრამპმა.

