დონალდ ტრამპმა ნატოზე აზრი შეიცვალა

დონალდ ტრამპმა ნატოზე აზრი შეიცვალადონალდ ტრამპი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხშირად აკრიტიკებდა ნატოს და ერთხელ მას მოძველებული ორგანიზაციაც უწოდა.

მას შემდეგ რაც ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, მას ნატოზე აზრი შეეცვალა და ტრამპის თქმით ნატო საკმაოდ ეფექტურად იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ და მათ მომავალშიც ასე უნდა გააგრძელონ.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღიარა, რომ ადრე მას ნატოზე მწირი ინფორმაცია ჰქონდა და შესაბამისად ამ ორგანიზაციაზე მცდარი წარმოდგენა შეექმნა:

”ვაღიარებ, რომ ადრე ბევრი ინფორმაცია არ მქონდა ნატოზე, ახლა კი ბევრი რამ ვიცი და შემიძლია ვთქვა, რომ ნატო ეფექტურად მუშაობს და ტერორიზმს ებრძვის”.