23 აპრილს, დილით უკრაინაში, დონბასში, ნაღმზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ავტომანქანა აფეთქდა.
შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი დამკვირვებელი.
ტრაგიკულ ფაქტს სხვადასხვანაირად აფასებენ უკრაინისა და სეპარატისტული დონბასის ოფიციალური წარმომადგენლები. მათი მხრიდან ძირითადად ურთიერთბრალდებები ისმის.
მომხდარზე კომენტარი ეუთოს თავმჯდომარე სებასტიან კურცმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია ბოლომდე გამოიძიებს მომხდარს.
მან ასევე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილი მონიტორი უახლოეს მომავალში გამოჯანმრთელდება.
ნიუპოსტი

