გუშინ დორტმუნდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ისლამისტური წრეებიდან ორი ეჭვმიტანილია, ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია.
ამის შესახებ გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა.
– ორივე ეჭვმიტანილის ბინებში ჩხრეკა ჩატარდა, ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია, – განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, მომხდარის გარემოება იმის საშუალებას იძლევა, რომ მას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.
გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ ბორუსიის ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
დაშავებულია ბორუსიას ესპანელი მცველი მარკ ბარტრა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ ფრანგულ მონაკოს გუშინ სახლში უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში აფეთქების გამო დღეისთვის გადაიდო.

