ედგარდო ბაუსა არგენტინის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება

ედგარდო ბაუსა არგენტინის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნებაარგენტინის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება, რადგან ედგარდო ბაუსა დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ეს ინფორმაცია არგენტინის საფეხბურთო ფედერაციაშიც დაადასტურეს.

ბაუსა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს, რადგან 8 შეხვედრიდან მისი ხელმძღვანელობით არგენტინამ მხოლოდ სამი მოიგო. გარდა ამისა, არგენტინის ნაკრები შესაძლოა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდეს, რაც უდიდესი წარუმატებლობა იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ნაკრების მომავალი მწვრთნელი. არგენტინის საფეხბურთო ფედერაცია რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.