ემანუელ მაკრონს 25 წლით უფროსი ცოლი ჰყავს – უცნაური სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია

ემანუელ მაკრონს 25 წლით უფროსი ცოლი ჰყავს - უცნაური სიყვარულის დაუჯერებელი ისტორიასაფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ მსოფლიო მედიამ მიზანში ბრიჯიტ მაკრონი ამოიღო. ბევრი გამოცემა მასზე როგორც მომავალ „პირველ ლედიზე“ ისე ალაპარაკდა.

მედია ემანუელ მაკრონის მეორე ტურში გადასვლას მიესალმა, ამასთანავე კიდევ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობით დაიწყო ბრიჯიტ მაკრონის გამოკვლევა. კვირა საღამოს შემდეგ ემანუელ მაკრონის მეუღლეზე წერენ ბულვარული თუ უფრო სერიოზული გამოცემები.

უცხოური მედია ხაზს ბრიჯიტ მაკრონის გარეგნობაზეც ამახვილებს და ხაზს მის თეთრ კბილებს და გარუჯულ კანს უსვამს.

ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ ბრიჯიტის ჩაცმის სტილი გააანალიზა- ის ყოფილ მანეკენს უფრო გავს ვიდრე ყოფილ მასწავლებელს, თავისი გრძელი ფეხებით და თხელი სილუეტით.

– ფრანგული სტილის მისებური ინტერპრეტაცია გავს არა პარიზელი გოგონების უმრავლესობის არამედ ფრანგული ვოგის რედაქტორის კარინ როტფელდის სტილს.
მგრძნობიარე და სექსუალური იმიჯის შექმნას მან მელანია ტრამპის გლამურულობის გარეშეც მიაღწია. მისი სილამაზის საიდუმლო პეროქსიდი და რუჯია. მისი გარუჯული კანი აჩენს ვარაუდს, რომ ეს სოლარიუმის რეგულარულ სეანსების და დამატებით სენ ტროპეს მზის დამსახურებაა. ისა ასევე ხშირად ზის ვიტონის და დიორის ჩვენებების წინა რიგებშიც.

Daily Mail-ის მთავარი ინტერესის საგანი ემანუელ მაკრონსა და ბრიჯიტ მაკრონს არსებული ასაკობრივი სხვაობა გახდა.

– მომავალი პირველი ლედი შეიძლებოდა 7 შვილის ბებია ყოფილიყო, ის თავის ქმარზე 25 წლით დიდია და ემანუელის მოზარდობისას მისი მასწავლებელი იყო.

ასაკობრივ სხვაობაზე ამახვილებს ყურადღებას The Sun-იც – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი კანდიდატის ემანუელ მაკრონის მეუღლე, მასზე 25 წლით დიდია და ემანუელის მოზარდობისას მისი მასწავლებელი იყო.

საიტი Express.co.uk-ი ემანნუელ და ბრიჯიტ მაკრონებს „უცნაურ წყვილს“ უწოდებს. Mirror-ი კი – „არასტანდარტულს“.

ესპანური საიტი Informalia Eleconomista მაკრონების ისტორიას „დაუჯერებელი სიყვარულის ამბად“ მოიხსენიებს. El Tiempo კი მიიჩნევს, რომ ემანუელ მაკრონის წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ ბრიჯიტთან ურთიერთობამ შეიტანა. ემანუელმა მასზე დაქორწინება ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც 17 წლის იყო.

ნიუპოსტი