რუსი პოეტი ევგენი ევტუშენტკო 85 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პოეტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს.
როგორც პოეტის იუბილისადმი მიძღვნილი ფესტივალის პროდიუსერმა სერგეი ვინიკოვმა განაცხადა, ევგენი ევტუშენკომ ითხოვა, დაკრძალონ რუსეთში, პერედელკინოს დასახლებაში, ბორის პასტერნაკის სფლავთან ახლოს.
,_ ჩემი თხოვნაა, დამკრძალოთ რუსეთში, პერედელკინოში, პასტერნაკის საფლავის სიახლოვეს, – ეს პოეტის სიტყვებია, რომელიც ვინიკოვმა მედიას განუცხადა.
85 წლის პოეტი 150-ზე მეტი წიგნის ავტორია. ევტუშენკო 1932 წელს ირკუტსკის ოლქში, გეოლოგ ალექსანდრე განგნუსის ოჯახში დაიბადა. მისი პირველი ლექსი 1949 წელს გაზეთ ,,სოვეტსკი სპორტში“ დაიბეჭდა.
1991 წელს პოეტი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

