გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, მაგრამ ოთარ კახიძეს მოარტყა

გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, მაგრამ ოთარ კახიძეს მოარტყა„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე დაშავდა. კახიძეს დაზიანება თავის არეში აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, დეპუტატს საფერფლე მოხვდა.
ოპოზიციის წევრი პარლამენტის შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა.

კულუარებში აცხადებენ, რომ გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა. მან სახის დაზიანება მიიღო, და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კახიძე საავადმყოფომდე გიორგი კანდელაკმა თავად მიაცილა.