საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ სტრასბურის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე მიკერძოებული იყო, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.
– შემიძლია ვაღიარო, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას და გადაცემა „ვის უნდა 20 ათასს“. რა თქმა უნდა, პოლიტიკური განცხადება მაშინ გავაკეთე, მე ნამდვილად არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაზუსტებული ინფორმაციები, ფსევდო ინფორმაციით თუ სანდო წყაროებით, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები აწვდიან ხოლმე ზოგიერთებს მსგავს ინფორმაციას ნამდვილად არ ვიცი.
სერიოზულად რომ შევხედოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, საუბარი შედგეს პოლიტიკოსებს შორის. მნიშვნელოვანია, დღეს აქ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც მე ვეპატიჟები, როდესაც ვიყავი პარლამენტში, მივმართე როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, ჩემთან ერთად, მივიდეთ საზოგადოებასთან და მათთან ერთად ვისაუბროთ. საზოგადოება არ არის სხვადასხვა კაბინეტებში ჩაკეტილი ადამიანები, საზოგადოება არის საზოგადოებრივ სივრცეში ერთმანეთის იდეების გამიზიარებელი ადამიანები, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

