გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებული

გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებულიქართული  თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც „კვირას“ მსახიობმა კახი კავსაძემ განუცხადა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ბერიკაშვილი კლინიკაში 3 დღის წინ გადაიყვანეს.
– ფილტვებზე აქვს პრობლემა, სამი დღის წინ მოათავსეს საავადმყოფოში, სამწუხაროდ, ძალიან  რთულ მდგომარეობაშია, რეანიმაციულ  განყოფილებაშია მოთავსებული, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას კახი კავსაძემ.